შემთხვევითი ფილმები










































რეკლამა




ჩრდილი გზაზე (1956)

ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ჩრდილი გზაზე
წელი: 1956
ენა: მშობლიური
რეჟისორი: დავით რონდელი
როლებში: ლია ელიავა (ნინო), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (გიორგი ჩოხელი), ედიშერ მაღალაშვილი (ლევან გელაშვილი)


ფილმის შესახებ:
ეს არის კიდევ ერთი ქართული, ძალიან კარგი ფილმი. ალბათ ბევრ თქვენგანს არა აქვს ნანახი და გირჩევთ გადაწეროთ. მხოლოდ გიზ.გე-ზე




ღიმილის ბიჭები

ფილმის შესახებ:
დასახელება: Gimilis Bichebi / ღიმილის ბიჭები
ჟანრი: დრამა
წელი: 1969
რეჟისორი: რეზო ჩხეიძე
როლებში:ლეილა ყიფიანი, კახა ქორიძე, გოჩა ლომია, თამაზ თოლორაია, ნუგზარ ბაგრატიონი, მიხო ბორაშვილი, თემურ ბაბლუანი, ბიძინა ჩხეიძე, ზურაბ ქაფიანიძე, თამარ თვალიაშვილი, შალვა გეჯაძე, ვიქტორ მიზინი, ვიქტორ პანჩენკო, შალვა ხერხეულიძე, გრიგოლ კოსტავა, ვახტანგ ნინუა, ნინო ახალაძე...
ქვეყანა: საქართველო

ფილმის აღწერა:
ფილმი სკოლის მერხიდან ახლადაფრენილ თბილისელ ბიჭებზეა, რომლებმაც II მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ჩაიცვეს ჯარისკაცის ფარაჯა, დროებით გვერდზე გადადეს თავიანთი ოცნებები, გამოემშვიდობნენ ახლობლებს და ომის ქარცეცხლიან გზებზე მიმოიფანტნენ. აქედან დაიწყო მათი ცხოვრების ახალი ეტაპი, განცდებითა და უბედურებებით სავსე. მაყურებლის თვალწინ გუშინდელი ღიმილის ბიჭები მრავალჭირნახულ მებრძოლებად ყალიბდებიან ...




ხევისბერი გოჩა
 
ფილმის შესახებ:
დასახელება: ხევისბერი გოჩა
ჟანრი: დრამა
წელი: ---
რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
როლებში: სპარტაკ ბაღაშვილი (ხევისბერი); ლეილა აბაშიძე (ძიძია); თენგიზ არჩვაძე (გუგუა); ნუგზარ შარია (ონისე) და ა.შ.
ქვეყანა: საქართველო

ფილმის შესახებ:
ალექსანდრე ყაზბეგის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოების - "ხევისბერი გოჩას" ეკრანიზაცია...

ენა: ქართული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 1 : 23 : 59




მამლუქი

დასახელება: მამლუქი
წელი: 1958
რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორები: დავით რონდელი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ხანგძლივობა: 97 წუთი
ენა: ქართული
როლებში: დათო დანელია (ხვიჩა), ვ. ჯოჯუა (გოჩა), მანანა ლონდარიძე (ცირა), ოთარ კობერიძე (მაჰმუდი), აკაკი ხორავა (ალიბეი), ლია ელიავა (ცირა–ზეინაბი), გიორგი შავგულიძე (ასლან-ბეი) . . . 

ფილმის შინაარსი:
თანასოფლელ ბიჭუნებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბულის ტყვეთა ბაზარზე გაჰყიდიან... გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას - ეგვიპტელი მამლუქი... მას მაჰმუდს შეარქმევენ და უებრო მეომრად აღზრდიან... წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში გამომწყვდეულ ქართველ ტყვე ქალთან ერთად სამშობლოში გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ... გადის დრო... სიმამაცით განთქმული მაჰმუდი ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს... ხვიჩა - მაჰმუდის თვალწინ სამშობლოში გატარებული ბავშვობის ეპიზოდები აღდგება... იგი ვენეციელში თანასოფლელ გოჩას ამოიცნობს. მტრის ცხედართან მწარედ ჩაფიქრებას მამლუქები ღალატად ჩაუთვლიან და იქვე მოკლავენ...




ჯარისკაცის მამა (1964)
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ჯარისკაცის მამა
გამოშვების წელი: 1964
ჟანრი: დრამა
გამოშვებულია: საქართველო
გახმოვანება: ქართულო, ორიგინალური, მშობლიური
რეჟისორი: რევაზ ჩხეიძე
როლებში: სერგო ზაქარიაძე, ვლადიმერ პრივალცევი, ალექსანდრე ნაზაროვი, ალექსანდრე ლებედევი, ალექსანდრე ლებედევი, ვლადიმერ კოლოკოლცევი, ი. დროზდოვი, ივანე კოსიხი, ვიქტორ კოსიხი, ვიქტორ ურალსკი

ფილმის შინაარსი: 
ყველასათვის საყვარელი და სულში ჩამწვდომი ფილმი რომელიც მოგვითხრობეს ერთი ქართველი პატრიოტი გლეხის ცხოვრებაზე, შვილის სიყვარულსა და ზრუნვაზე და მის განვლილ გზაზე... კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი, დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, მაგრამ ჰოსპიტალში ჩასული შეიტყობს, რომ გამოჯანმრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა... გიორგი შვილის კვალს გაჰყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება... ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება, ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მიაღწევს... ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვნის, მაგრამ ცხარე ბრძოლაში გოდერძი მამას ხელში ჩააკვდება... ჯარისკაცის მამა ვალს ბოლომდე აღასრულებს და შვილის ნაბრძოლ ადგილებს თვალცრემლიანი სიამაყით გაივლის...




ყვარყვარე (1978)

დამდგმელი რეჟისორი: დევი აბაშიძე
სცენარის ავტორები: რეზო ჭეიშვილი, დევი აბაშიძე
ოპერატორი: იგორ ამასიისკი
ხმის ოპერატორი: იმერი მანჯგალაძე
მხატვრები: დიმიტრი ერისთავი, ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: ჯანსუღ კახიძე
მონტაჟორები: ვასილ დოლენკო, როზა ჯიკაევა
მონაწილეობენ: დოდო აბაშიძე (ყვარყვარე), გულჩინა დადიანი, ნანა ესაკია, ქეთევან შარიქაძე, მიხეილ ვაშაძე, ეროსი მანჯგალაძე, შოთა გაბელაია

სიუჟეტი:
ფილმი პოლიტიკური სატირაა წვრილბურჟუაზიულ ავანტიურისტზე, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა "სახელმწიფო თანამდებობაზე" ქაოსისა და გაურკვეველი საზოგადოებრივი მდგომარეობის პერიოდში. ფილმში მოქმედება იშლება მეფის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ დიდი ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებამდე.




შერეკილები
ფილმის შესახებ:
დასახელება: შერეკილები
ჟანრი: კომედია
წელი: 1973
რეჟისორი: ელდაარ შენგელაია
როლებში: ვასილ ჩხაიძე (ქრისტეფორე), დათო ჟღენტი (ერთაოზი), არიადნა შენგელაია (მარგალიტა), ბორის წიფურია (ხუტა), აბრეკ ფხალაძე (ნოშრევანი), მერაბ ელიოზიშვილი (ტრიფონი), არკადი ბაქრაე (მიზანა) ...
ქვეყანა: ქართული

ფილმის აღწერა: 
ერთ - ერთი საუკეთესო ქართული მხატრული კინო ...

ენა: ქართული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 01:20:00




Mimino / Мимино / მიმინო

ფილმის შესახებ:
დასახელება: Mimino / Мимино / მიმინო
ჟანრი: ტრაგიკომედია (трагикомедия)
წელი: 1977
რეჟისორი: გიორგი დანელია (Георгий Данелия)
როლებში: ვახტანგ კიკაბიძე ფრუნზე მკრტჩიანი, ელენა პრაკლობა , ევგენი ლეონოვი, კონსტანტინე დაუშვილი, რუსლან მიქაბერიძე, ზაქრო სახვაძე, მარინა დიუჟევა, საბელი კრამაროვი, არჩილ გომიაშვილი, იპოლიტე ხვიჩია, ვალენტინა ტიტოვა , ვლადიმერ ბასოვი  ...
ქვეყანა: საქართველო 

ფილმის აღწერა:
ვალიკო მიზანდარი - სხვები მას უძახიან " მიმინო " - ს. იგი მუშაობს თავის მშობლიურ მხარეში პილოტად, პილოტად რომელსაც გადაყავს მგზავრები და გადააქ წერილები, ხილი და თითქმის ყველაფერი რასაც სთხოვენ ხარის ჩათვლით ... თუმცა იგი დიდი ხანია ოცნებობს ნამდვილ დიდ ავიაციაზე, და ამ მიზნის მისაღწევად იგი მიდის მოსკოვში. ქალაქში სადაც მას მრავალი ადამიანი ხვდება, რომელთა შორის არის არის საერთაშორისო გადაზიდვებში მძღოლად მომუშავე ხაჩიკიანი ადამიანი რომელიც ხდება ვალიკოს მეგობარი. დიდ ქალაქში "მიმინო" ხვდება ასევე თავისი ყოფილ თანაქალაქელს, რომელმაც ვალიკოს და შეურაწჰყო და რუსეთში გაიქცა ...
იგი თავს ცუდად გრძნობს მისთვის უცხო ქვეყანაში, თუმცა იგი მოსკოვში ისრულებს თავის ოცნებას ხდება პილოტი და მაინც მას რაგაც აწუხებს .... მას მშობლიურ მხარეში მიუწევს გული ...

User Rating: 8.6/10 988 votes




ლონდრე
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ლონდრე
სცენარის ავტორი: ოთარ ჭილაძე
წელი: 1966
კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე
რეჟისორი: თამაზ მელიავა
როლებში: გივი ბერიკაშვილი, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ლია გუდაძე, ლეილა ყიფიანი

ფილმის შესახებ:
ვინ უწყის, საიდან მოვიდა შიშველ-ტიტველი ლონდრე, რომელიც სოფლად უსამართლობისა და ბოროტებისაგან დაჩაგრულ ადამიანებს მხსნელად და ქომაგად მოევლინა. თავისი მხიარული ოინებით მან არაერთი კეთილი საქმე მოაგვარა და ასევე შიშველ-ტიტველი გაუყვა არავინ იცის საით მიმავალ ფართო, მტვრიან შარაგზას.




მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

ფილმის შესახებ:
დასახელება : მე ბებია ილიკო და ილარიონი
ჟანრი : კომედია
წელი: 1962
რეჟისორი : თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორი : ნოდარ დუმბაძე, თენგიზ აბულაძე
მთავარი ოპერატორი : გიორგი კალატოზიშვილი
კომპოზიტორები : არჩილ კერესელიძე, ნუგზარ ვაწაძე
როლებში : ზურაბ ორჯონიკიძე, სესილია თაყაიშვილი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, გრიგოლ ტყაბლაძე, მანანა აბაზაძე, კირა ანდრონიკაშვილი, თენგიზ დაუშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი ... 
ქვეყანა : საქართველო (სტუდია: "ქართული ფილმი") 

ფილმის აღწერა:
ეს არის ხალასი იუმორით შეფერადებული, ღრმა ჰუმანიზმით გამსჭვალული ფილმი, რომელიც ობოლი სოფლელი ბიჭის ზურიკელასა და მისი კეთილი მეზობლების კოლორიტულ პორტრეტებს გვიხიტავს. ამ ადამიანთათვის მოყვასის სიყვარული სიცოცხლის არსად ქცეულა. ამგვარ ატმოფეროში გაზრდილი, დავაჟკაცებული ზურიკელა უმაღლესის დამთავრების შემდეგ კვლავ სოფელს უბრუნდება და მზადაა სიკეთის მარცვალი ჩააგდოს ცხოვრების საკუთარ ხნულში...




ძახილი

ფილმის შესახებ :
დასახელება:ძახილი
წელი: 1979
რეჟისორი: გუგული მგელაძე
როლებში:ს.თაყაიშვილი,
ქვეყანა: საქართველო
ენა: ქართული

ფილმის აღწერა
ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაღებულია ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით 
დანარჩენს თავად უყურეთ...  

ფაილი:
ხანგრძლივობა: 00:19:13




ცისფერი მთები

დასახელება: ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი
ორიგინალი დასახელება: ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი
გამოშვების წელი: 1983წ.
ქვეყანა: საქართველო, თბილისი
ჟანრი: მხატვრული ფილმი, კომედია
რეჟისორი: ელდარ შენგელაია
როლებში:რამაზ გიორგობიანი (სოსო), ვასილ კახნიაშვილი (ვასო), თეიმურაზ ჩირგაძე (დირექტორი), ივანე საყვარელიძე (მარკშეიდერი), სესილია თაყაიშვილი (ბუღალტერი), გრიგოლ ნაცვლიშვილი (იროდიონი), ვლადიმერ მეზვრიშვილი (გრიშა), ოთარ გუნცაძე (მღებავი), დარეჯან სუმბათაშვილი (ბელა), ზეინაბ ბოცვაძე (ლალი), ნინო თუთბერიძე (მდივანი). . .

მოკლე აღწერა:
ფილმი კომედიური ხასიათისაა. იგი ნიღაბს ხდის საზოგადოებისათვის მიუღებელ ფორმალიზმს და ბიუროკრატიზმს. მოქმედება ვითარდება ერთ-ერთ შემოქმედებით ორგანიზაციაში, სადაც მუშაობენ თავიანთი ვიწრო, ობივატელური ინტერესების ჩარჩოში მომწყვდეული ადამიანები; ფილმი მიზნად ისახავს გაახსენოს ადამიანებს, რომ შეუძლებელია ცხოვრება ამაღლებული, წმინდა გრძნობებისა გარეშე, რომ ყოველ ადამიანს უნდა სწამდეს, იღწვოდეს, ქმნიდეს.




სპექტაკლი: ანა ფრანკის დღიურები (2009/Geo/TVRip)

დასახელება: ანა ფრანკის დღიურები
ორიგინალური დასახელება: The Diary Of A Young Girl
გამოშვების წელი: 2009
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: მამუკა ცერცვაძე
როლებში: თაონა ხუსკივაძე / ქეთი მექვაბიძე / ბაჩო ჯაფარიძე / ნინო აბესაძე / ზურაბ აბესაძე / გვანცა დადიანიაძე...

მოკლე აღწერა:
ანა ფრანკი (გერმ. Anneliese Marie Frank; 12 ივნისი, 1929-მარტი, 1945) — ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში სამალავში აფარებდა. ავტორი განთქმული "ანა ფრანკის დღიურის" - დოკუმენტი, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა, და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. წარმოგიდგენთ ზესტაფონის, უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლი "ანა ფრანკის დღიურები". დიდი მადლობა Babadul-ს...

გამოშვებული: საქართველო




მაცი ხვიტია

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორები: გურამ ასათიანი, გიორგი შენგელაია
ოპერატორები: გიორგი კალატოზიშვილი, იგორ ამასიისკიიგორ ამასიისკი
ხმის ოპერატორი: მიხეილ ნიჟარაძე
მხატვრები: ვასილ არაბიძევასილ არაბიძე, რომან მახარაძე
კომპოზიტორი: სერგო ჟვანია
მონტაჟორი: მანანა ყარალაშვილი


მოკლე აღწერა:
ვესტერნული კინოსურათებისათვის დამახასიათებელი ტრიუკებით მდიდარი ფილმი ეროვნულად და სოციალურად დაჩაგრული მეგრელი ხალხის ინტერესების დამცველ ვაჟკაცზე მოგვითხრობს. იგი თავდადებით იბრძვის ცოცხალი ტყვეებით ვაჟრობისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. ამ რთულ გზაზე მას მრავალი დაბრკოლება ეღობება. მტრები მის სატრფოსაც არ ინდობენ. შეყვარებულები მდევრებთან ხელჩართულ ბრძოლაში ერთად იღუპებიან.




ქეთო და კოტე
ქართული კლასიკური დრამატურგიის, ეროვნული მუსიკისა და შესანიშნავ მსხიობთა ერთობლიობა ქმნის ამ მომხიბვლელ ფილმს... ხანდაზმული თავადი თავისი მატერიალური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით თხოულობს ახალგაზრდა, მშვენიერ, მდიდარ ქალიშვილს... მდიდარი ვაჭარი, მაკარი თავისი ქალიშვილის, ქეთოს დიდგვაროვანზე გათხოვებას გადაწყვეტს... იგი მაჭანკალს მიუგზავნის თავად ლევანს, რომელიც ვაჭართან დამოყვრებას იუკადრისებს, მაგრამ მევალეებით შეწუხებული, მდიდარი საპატარძლოს ნახვას მაინც გადაწყვეტს... ქეთოზე შეყვარებული, თავად ლევანის ძმისშვილი, კოტე მაჭანკალ ხანუმას დახმარებას სთხოვს, რათა ქეთო ბიძამისზე გათხოვებას გადაარჩინოს... სტუმრების წინაშე საპატარძლოდ გადაცმული ხანუმა წარსდგება, მანჭვა - გრეხვით თავ - გზას აუბნევს მათ... ქეთო და კოტე მახინჯი საპატარძლოს ხილვით შეურაცხყოფილი ლევანის გაქცევითა და სტუმრების არეულობით ისარგებლებენ და სასწრაფოდ ჯვარს დაიწერენ... დაქორწინებულთ




ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ
დასახელება:ჩემი ძვირფასი ,სანატრელი ბაბუ
გამოშვების წელი: 1998
ჟანრი: კომედია
დამდგმელი რეჟისორი: პავლე ჩარკვიანი
სცენარისტი: ლევან ჭელიძე,დევი ივანოვ-ჩიქოვანი,პავლე ჩარკვიანი
დამდგმელი ოპერატორი : ირაკლი ონოფრიშვილი.მიხეილ მედნიკოვი
დამდგმელი მხატვარი: ნოდარ სულემენაშვილი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
როლები: ლეო ანთაძე, თენგიზ არჩვაძე, გურამ ფირცხალავა, დათო იაშვილი, დავით დვალიშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ნინო კობერიძე, ზურაბ მაღალაშვილი, დათო გიგოლაშვილი, ჯემალ ღაღანიძე, ნინო კაკაბაძე, ნანა მჭედლიძე




თამარის და ლაშას დუეტი (ნანუკას შოუ)
თამარის და ლაშას დუეტი (ნანუკას შოუ)




ყველაფერი კარგად იქნება
საქართველოს დეზინფექციის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის (საიდუმლო) დავალებით მიემგზავრება ინდოეთში, ქეთევან დედოფლის საფლავის მოსაძებნად.
მას უთვალთვალებენ რუსეთის და სომხეთის სპეცსამსახურების აგენტები

გამომშვები: საქართველო,''ვარს-სტუდიო''
ხანგრძლივობა:01:34:15
გახმოვანება:ქართული




ჟანრები

 

ინფორმაცია

ფილმების საყურებლად თქვენ დაგჭირდებათ:



ავტორიზაცია


Guest


შეიყვანეთ ლოგინი:

შეიყვანეთ პაროლი:




Зарегистрироваться!

Восстановить пароль!





ძებნა


სტატისტიკა

null
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
null

 პარასკევი, 26.04.2024, 00:04
საათი: 00:04
თქვენი IP: 18.217.106.238
თარიღი: 26.04.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
null
 პარასკევი, 26.04.2024, 00:04  

რეკლამა


გამოკითხვა

როგორი ფილმები იდება საიტზე ?
სულ უპასუხა: 31




Dessing By ^ {c)(@d()} ^
Create a free website with uCoz

glitter link generator