შემთხვევითი ფილმები










































რეკლამა




The Scorpion King / მეფე არკადი (ქართულად)
მუმია"-ს და "მუმია ბრუნდება"-ს წინაისტორია. ჯერ კიდევ ეგვიპტის პირამიდების აშენებამდე, აღმოსავლეთიდან მოვიდა სასტიკი დამპყრობელი, ძველი დროის ხალხებმა ვერ გაუძლეს დარტყმას და დაემორჩილნენ მას... და როდესაც სამყარო ბნელეთსა და უკანონობაში ჩაეფლო, მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაბედა ბრძოლაში გამოეწვია ბოროტება...




METRO /მაგარი პოლიციელი (ქართულად)
უშიშარი პოლიციელი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებიდან ყოველთვის განსაკუთრებული წარმატებით მუშაობდა, მაგრამ ამჯერად მან გაცილებით რთულ ამოცანას უნდა გაართვას თავი - მის წინაშეა ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ბოროტმოქმედი.




Accepted / ჩაჭრილები (ქართულად)
უფროსკლასელი ბარლბი ბი გეინსი ეს-ესაა მიიღებს მერვე კოლეჯიდან უარს , სადაც მას სწავლის გაგრძელება სურს. ეს კი მისს მშობლებს ნამდვილად არ მოეწონებათ .
მაგრამ ის მარტო არაა, მისი რამოდენიმე მეგობარიც მსგავს სიტუაციაშია




The Kingdom / სამეფო (ქართულად)
სახელმწიფო აგენტებისგან შემდგარი ჯგუფი საიდუმლო მისიით ახლო აღმოსავლეთში იგზავნება, რათა გამოიკვლიონ ტერაქტის ვითარება ამერიკის ერთ-ერთ ობიექტზე. მტრულად განწყობილ გარემოში სათანადოდ მომზადებულ და გაწვრთნილ აგენტებს არნახული სიძნელეები ელით...




Tempelriddaren /არნი: რაინდი ტამპლიერი (ქართულად)
ფილმის მოქმედება წმინდა მიწაზე - სალადინის, ჰატინის ბრძოლის და სხვა მოვლენების დროს ვითარდება, რომლებიც იერუსალიმის სახელმწიფოს არსებობის მძიმე დროებას უკავშირდება.




Pirates of the Caribbean 3: At World's End (ქართულად)
ბნელი დროება დგება: მეკობრეთა საუკუნე დასასრულს უახლოვდება. ლორდ კატლერ ბეკეტმა ყველასათვის შიშისმომგვრელ ხომალდ-მოჩვენებასა და მის ბოროტ კაპიტან დეივი ჯოუნსზე მოიპოვა ძალაუფლება. ახლა ისინი ადმირალი ნორინგტონის ხელმძღვანელობით მეკობრეთა ხომალდებს ანადგურებენ. უილ ტორნერი, ელიზაბეტ სუონი და კაპიტანი ბარბოსა მიემგზავრებიან მეკობრეთა საძმოს ცხრა ბარონის მოსაძებნად. სწორედ მათთანაა დაკავშირებული ბეკეტზე გამარჯვების უკანასკნელი იმედი... მაგრამ ერთი ბარონი - კაპიტანი ჯეკი დაიკარგა ...




Behind Enemy Lines 2/ მტრის ზურგში 2 (ქართული)
ამერიკის საჰაერო ძალების ლეიტენატი ერთ ერთი საუკეთესო მფრინავია, მაგრამ ის ამით არ კმაყოფილდება. მას უნდა რომ ნამდვილ საბრძოლო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა. მისი ადმირალი რეიგარტი კი ფიქრობს რომ ბერნეტი ჯერ ამისთვის მზად არ არის. ერთ ერთი უბრალო დავალების დროს ბერნეტი თვითმფრინავიდან გადაიღებს იმას რის გამოჩენაც მის მოწინააღმდეგეებს არ სურდა. ამიტომ მის თვითმფრინავს ჩამოაგდებენ. ამის შემდგომ ის მტრის ზურგში აღმოჩნდება. ადმირალი რეიგარტი კი ყველა ღონეს ხმარობს რათა თავისი ქვეშევდომი გადაარჩინოს.




Son of the Mask / მასკის შვილი (ქართულად)
ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს დამწყები მულტიპლიკატორის - ტიმ ეივერის შესახებ. ტიმი ვერადავერ შეეჩვია იმ ფაქტს, რომ მამა გახდა. ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც ის იგებს, რომ მის შვილს სასწაულებრივი შესაძლებლობები აქვს




Robots / რობოტები (ქართულად)
თქვენს წინაშეა რობოტების სამყარო. ისევე როგორც ადამიანებს, მათაც აქვთ თავიანთი სოციალური პრობლემები, ჰყავთ თავიანთი გმირები და საზოგადოებიდან განდევნილები..




The Fast And The Furious 4 /ფორსაჟი 4 (ქართულად)
როცა ძებნილი დომ ტორეტო იძულებულია ლოს ანჯელესში დაბრუნდეს, მისი ძველი მტრობა აგენტ ბრაიან ’კონერთან ახალი ძალით იფეთქებს. მაგრამ ორივეს ერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება და მოუწევთ ერთმანეთთან ზავი დადონ მასზე გამარჯვების იმედით. ბადრაგის ძარცვის, სანგრების თხრის და საზღვრების გადაკვეთის შემდეგ შურისძიების იდეალურ ფორმამდე მიდიან - ეს ხომ გაზის სატერფულის ბოლომდე მიჭერაა.




The Condemned / სიკვდილმისჯილნი (ქართულად)
პატიმარი ჯო კონრადი, ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ ციხეში სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ელოდება... მაგრამ მას არ უწერია ამ ქვეყნიდან ასე უბრალოდ წასვლა: კონრადს გავლენიანი პროდიუსერი აიყვანს ახალ რეალითი-შოუში მონაწილეობის მისაღებად. მასავით სიკვდილმისჯილი ცხრა მონაწილე უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდება, საიდანაც მხოლოდ ერთი გზაა თავისუფლებისკენ - მათ ერთმანეთი უნდა გაანადგურონ.გადარჩება მხოლოდ ერთი - ყველაზე ძლიერი
”10 ადამიანი იბრძოლებს, 9 მოკვდება”




Borat (2006/ქართულად)

ყაზახეთის ტელეწამყვანი ბორატი მიემგზავრება ამერიკაში "უდიდესი ქვეყნის" შესახებ რეპორტაჟის გასაკეთებლად. თუმცა აღმოჩნდა რომ მისი ვოიაჟის მთავარი მიზანი პამელა ანდერსონის მოძებნა და ცოლად შერთვაა...




Mask Of Zorro / ზვიოს ნიღაბი (ქართულად)
სიყვარულისა და სიმამაცის დაუვიწყარი ისტორია, რომელშიც შერწყმულია კომედიისა და მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ელემენტები.




Ring of the Nibelungs/ ნიბელუნგების ბეჭედი (ქართულად)
ზიგფრიდი უბრალო მჭედელის შვილი შემთხვევით გაიცნობს დედოფალ ბრუნჰილდას, რომელიც შორეული სამეფოს წინამძღოლია , ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდებათ და ბრუნჰილდა მოუთმენლად ელოდება მის მეორედ ხილვას. რამდენიმე ხანში ზიგფრიდი სახელს გაითქვავს დრაკონის მოკვლისათვის , თან აღმოჩნდება რომ თვითონაც სამეფო გვარისაა და ტახტის მემკვიდრეა მაგრამ ბრუნჰილდასთან ყოფნა არ უწერია რადგან მოაჯადოვებენ და სიყვარულს დაავიწყებენ...




Yamakasi / იამაკასი (ქართულად)
იამაკასი - შესანიშნავი ახალგაზრდები, რომლებმაც ნინძების ტრადიციებზე დაყრდნობით თავიანთი სტილი შექმნეს - გადაადგილების ხელოვნება. ისინი ადიან ცათამბჯენებზე, აკეთებენ თავბრუდამხვევ ნახტომებს სიმაღლიდან, ფაქტიურად დაფრინავენ. ახალგაზრდები თაყვანს სცემენ მათ და ცდილობენ მიბაძონ, და აი ხდება უბედური შემთხვევა... პატარა ბიჭი დაზარალდა... საჭიროა გულის სასწრაფო გადანერგვა...




Gladiator/ გლადიატორი (ქართულად)
გენერალი, რომელიც მონა გახდა, მონა რომელიც გლადიატორი გახდა, გლადიატორი რომელმაც იმპერატორი გამოიწვია.. მას შემდეგ, რაც რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი ასაკში შევიდა, გადაწყვიტა საკუთარ მემკვიდრეთ არა საკუათარი შვილი კომოდუსი, არამედ მისი ერთგული, შეუდარებელი მებრძოლი და პირველი სარდალი მაქსიმუსი გამოეცხადებინა, ვინაიდან იგი არ თვლიდა, რომ მის სუსტ შვილს მეფობა შეეძლო, მაქსიმუსს კი შეეძლო რომის დიდება დაებრუნებინა...




X- Men / X ადამიანები (ქართულად)
იქს-ადამიანები, არიან მუტანტები, რომლებსაც ზებუნებრივი ძალები გააჩნიათ, მათ და ჩვეულებრივი ადამიანების შორის მტრობა და შუღლი დევს. ” პროფესორი ჩ. ქსავიერის აკადემია ტალანტლივ ბავშთათვის” ეს არის სკოლა სადაც მუტანტებს იღებენ, მის დამაარსებელს ჩარლზს უფრო დიდი გეგმები აქვს, სკოლა არის მხოლოდ ნიღაბი, რომლის უკანაც იქს-ადამიანები იმალებიან ესენი არიან ადამიანები რომლებიც სიკეთისთვის იბრძვიან - სკოტი (ციკლოპი), შტორმი და პროფესორ ჯეინ გრეი მშვიდობისთვის თავს იწარავენ, მაგრამ დიდი საფრთხე ემუქრება მშვიდობას, როდესაც მაგნეტო და მისი გუნდი ახალ გეგმას აწყობენ




შეთქმულება / Conspiracy (2008/ქართულად)
არავინ იცის ცხოვრება საით წაიყვანს, ასე დაემართა ამერიკელ სპეცრაზმელ მაკფერსონს, რომელიც ერაყში დაიჭრა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მეგობართან ჩავიდა არიზონაში... მაგრამ ქალაქში მაცხოვრებლებს სულაც არ ახსოვთ, ცხოვრობდა თუ არა იქ მაკფერსონის მეგობარი...

ქვეყანა: Uss
ხანგრძლივობა: 1 სთ და 50 წთ




Home Alone / მარტო სახლში (1990/ქართულად)
ამერიკელთა ოჯახი მიემგზავრება ჩიკაგოდან ევროპაში, მაგრამ სიჩქარეში უყურადღებო მშობლებს სახლში რჩებათ ერთერთი შვილი. პატარა ბიჭი არ იბნევა და დემონსტრირებას თავის გამჭრიახობას უკეთებს. და როდესაც სახლში ყაჩაღები შემოიპარებიან, მათ არაერთხელ უწევთ ინანონ საყვარელ პაწაწინასთან შეხვედრა.




The Devil Wears Prada / ეშმაკს აცვია პრადა (ქართულად)
ანდრეა ერთი პროვინციელი გოგონაა, რომელიც ოცნებობს ჟურნალისტი გახდეს. უნივერსიტედის დამთავრების მერე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოდების ჟურნალში რედაქტორის მირანდას თანაშემწედ იწყებს მუშაობას. ანდრეა ყოველთვის ოცნებობდა ასეთ სამუშაოზე, მაგრამ მან არ იცოდა რის გამოვლა მოუწევდა წინ

IMDB rating: 6.8/10 (59,645 votes)




« 1 2 3 4 5 »

ჟანრები

 

ინფორმაცია

ფილმების საყურებლად თქვენ დაგჭირდებათ:



ავტორიზაცია


Guest


შეიყვანეთ ლოგინი:

შეიყვანეთ პაროლი:




Зарегистрироваться!

Восстановить пароль!





ძებნა


სტატისტიკა

null
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
null

 პარასკევი, 03.05.2024, 19:19
საათი: 19:19
თქვენი IP: 3.16.69.143
თარიღი: 03.05.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
null
 პარასკევი, 03.05.2024, 19:19  

რეკლამა


გამოკითხვა

როგორი ფილმები იდება საიტზე ?
სულ უპასუხა: 31




Dessing By ^ {c)(@d()} ^
Create a free website with uCoz

glitter link generator